ელიზაბეტ II-ს არ მოსწონს, რომ მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტს ხშირად არღვევს

ელიზაბეტ II-ს არ მოსწონს, რომ მეგან მარკლი სამეფო ეტიკეტს ხშირად არღვევს
საინტერესო / იანვარი 29, 2018

2018 წლის 19 მაისს მეგან მარკლი პრინც ჰარის კანონიერი მეუღლე გახდება, თუმცა ამ კავშირით სამეფო ოჯახის ყველა წევრი არ არის აღფრთოვანებული, მათ შორის თვით დედოფალი ელიზაბეტ II, რომელმაც ჰარის დაოჯახებაზე თანხმობა ხანგრძლივი უარის შემდეგ მისცა. გარდა მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრს მოეთხოვება, როგორც აღმოჩნდა, დედოფალს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ამერიკელი მსახიობი სამეფო ეტიკეტს არაფრად აგდებს.

ინსაიდერები აცხადებენ, რომ ბებია აიძულებს პრინცს, რომ მეგანმა აქტიურად შეისწავლოს წესები, თუმცა თავად მარკლი თვლის, რომ უმეტესობა მათგანი მოძველებულია. ელიზაბეტმა მარკლის ნიშნობის ფოტოსესიისთვის არჩეული კაბაც დაიწუნა და ის ზედმეტად თამამად ჩათვალა.

მას შემდეგ, მეგანი ოფიციალურ ღონისძიებებზე შედარებით დახურული ჩაცმულობით ჩნდება, რაც სამეფო ეტიკეტს უფრო მეტად შეესაბამება.