ელ ფანინგი ვუდი ალენთან თანამშრომლობისთვის ბოდიშს იხდის

ელ ფანინგი ვუდი ალენთან თანამშრომლობისთვის ბოდიშს იხდის
შოუბიზნესი / მარტი 13, 2018

მსახიობმა ელ ფანინგმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ვუდი ალენის ერთ-ერთ უკანასკნელ ფილმში მონაწილეობის გამო. მისი თქმით, ის სრულებით ემხრობა მოძრაობას #Time`s Up და სექსუალურ შევიწროებაზე გამარჯვების იმედი აქვს.

„ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა სხვას ტკივილი მიაყენა. ეს ყველაფერი გაუაზრებლად გამომივიდა. ყოველთვის ვაფასებდი ქალ რეჟისორებს და სიამოვნებით ვთანამშრომლობ მათთან“,- ნათქვამია მსახიობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი რეჟისორის მიმართ ბრალდება პირველად 1992 წელს გაისმა. მაშინ პოლიციამ გამოძიება ჩაატარა, თუმცა, არანაირი შედეგი მას არ მოჰყოლია. ალენი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი მისი ყოფილი ცოლის, მია ფეროუს გამოგონი ამბავი იყო.

საკვანძო სიტყვები