ეფექტური ეპიზოდისთვის ტომ კრუზმა საშიში ტრიუკი შეასრულა (ვიდეო)

ეფექტური ეპიზოდისთვის ტომ კრუზმა საშიში ტრიუკი შეასრულა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივნისი 5, 2018

კინოსტუდიამ Paramount Pictures ფილმზე „შეუსრულებელი მისია“ მუშაობა დაასრულა. პროექტში მთავარ როლს კვლავ ტომ კრუზი ასრულებს, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა ერთი ეფექტური სცენის გამო ექსტრემალური ნახტომი განახორციელა.

ჰოლივუდის ვარსკვლავს 7 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტომა რამდენჯერმე მოუწია, ამასთან, პარაშუტს ის მიწიდან 600 მეტრ სიმაღლეზე შლიდა. საბედნიეროდ, ყველა მცდელობა წარმატებით დასრულდა და 55 წლის მსახიობი არ დაშავებულა.

„შეუსრულებელი მისიის“ ახალი ნაწილის პრემიერა ივლისში არის დაგეგმილი.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები