ედ შირანი და ბიონსე მსოფლიოს სიმღერების ჩარტის პირველობას არ თმობენ

ედ შირანი და ბიონსე მსოფლიოს სიმღერების ჩარტის პირველობას არ თმობენ
შოუბიზნესი / იანვარი 8, 2018

მსოფლიოს სიმღერების ჩარტის პირველ ადგილზე კვლავ ედ შირანისა და ბიონსეს დუეტი „Perfect Duet“ იმყოფება.

მეორე და მესამე პოზიციებს უცვლელად კამილა კაბელოს „Havana“ და Post Malone-ს „Rockstar“ იკავებენ. საუკეთესო ხუთეულს კი ემინემი იკავებს, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა. საუბარია მისი და ედ შირანის დუეტზე „River“.

საუკეთესო ათეულში სემ სმიტი „Too Good At Goodbyes“,Imagine Dragons „Thunder“, სელენა გომესისა და Marshmello-ს დუეტი „Wolves“ იმყოფება.