„ECHOWAVES“ – ახალი ფესტივალი ანაკლიაში გაიმართება

„ECHOWAVES“ – ახალი ფესტივალი ანაკლიაში გაიმართება
შოუბიზნესი / ივლისი 6, 2018

ECHOWAVES“ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება. 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.  მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალის ჩატარება დაგეგმილია ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის  ქოლგის ქვეშ.  ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა, მსოფლიო დონის  80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე.

ECHOWAVES“ ფესტივალის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin & GPO, Francesco Tristano & Guti live და ბევრი სხვა, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ლაივ შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდის.

Solomun –  თანამედროვე ელექტორნული მუსიკის სცენის ერთერთი გამორჩეული არტისტია. წლების მანძილზე წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, მისი პოპულარობის პიკი 2012 წელს , DJ Magazine-ის მიერ მისი წლის საუკეთესო Dj-ად დასახელება იყო.

Solomun-ს  წარმატება გაგრძელდა 2013 წელსაც, როდესაც მან იბიცაზე სახელგანთქმული  “Solomun +1” ივენთების სერია ჩამოყალიბა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის დიჯეებსა და პროდუსერებს იწვევდა. შემდეგი  კონცეპტიიყო 2015 წელს დაფუძნებული ღონისძიებათა სერია  “Solomun+ Live”, რომელმაც აგრეთვე მალე მოიპოვა პოპულარობა და აღიარება.

ის ორი ცნობილი ლეიბლის, Diynamic და 2DIY4-ის დამფუძნებელია. Diynamic Music-ზე გამოიცემა ისეთი ცნობილი პროდუსერების კომპოზიციები, როგორებიც არიან : H.O.S.H., Kollektiv Turmstrasse, Stimming, David August, Adriaique და სხვები.

გარდა ლეიბლებისა Solomun უძღვება Diynamic Radio შოუს, რომელიც 30-მდე ქვეყანაში გადაიცემა. მიუხედავად სტუდიაში დიდი დროის გატარებისა, Solomun-ისთვის მთავარი მიმართულება მაინც სასცენო პერფორმანსი, ხალხთან უშუალო კონტაქტი და მათთან ემოციური კავშირის დამყარებაა.

საკვანძო სიტყვები