ძვირადღირებული საჩუქრები, რომლებიც ვარსკვლავებმა მეუღლეებისგან მიიღეს

ძვირადღირებული საჩუქრები, რომლებიც ვარსკვლავებმა მეუღლეებისგან მიიღეს
შოუბიზნესი / აგვისტო 30, 2018

ვარსკვლავები ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ თავიანთი მეორე ნახევრებისგან ხშირად ძვირადღირებულ საჩუქრებს, დამსახურებულად იღებენ.

მილა კუნისს მეუღლე ეშტონ კატჩერმა ძვირფასი გრავირებული ბეჭედი აჩუქა, რომელიც კუნისმა საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარა, 4800 დოლარად შეფასებული სამკაული გაყიდა და თანხა ზამბიის რესპუბლიკაში გაჭირვებულთა დასახმარებლად გადარიცხა.


2011 წელს ტყუპების დაბადების შმედეგ, მერაია ქერის მეორე ნახევრმა თეთრი და ვარდისფერი ბრილიანტისგან დამზადებული, ახალშობილების სახელებით გაფორმებული ორიგინალური ბეჭედი უსახსოვრა.


კაილი ჯენერმა რეპერი მეუღლისგან, არც მეტი არც ნაკლები 1,4 მილიონად შეფასებული შავი ფერარი მიიღო საჩუქრად.


ნიკოლ კიდმონმა ვაჟის სანდი როუზის დაბადების შემდეგ მეორე ნახევრისგან Cartier Trinity-ის 73 ათას დოლარად შეფასებული, თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული სიმბოლური დატვირვის ბეჭედი მიიღო, სადაც თეთრი-მეგობრობის, ყვითელი-რწმენის და ვარდისფერი სიყვარულის ნიშანია.


საქვეყუნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბიონსეს საყვარელი ფერი ლურჯია, მან შვილს ბლუ აივი დაარქვია, მშობიარობის შემდეგ კი მეუღლისგან 37 ათას დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი მიიღო, რომელსაც გრანდიოზული ლურჯი ტანზანიტის თვალი ამშვენებს.


ჯენიფერ ლოპესს, მარკ ენტონმა ტყუპების დაბადების აღსანიშნავად 2,6 მილინად შეფასებული საყურეები უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ ეს სამკაული უკვე აღარ არის ჯეი ლოს საკუთრება, რადგან მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან მთელი ძვირფასეულობა გაყიდა.


და ბოლოს, კიმ კარდაშიანმა რეპერი მეუღლისგან Lorraine Schwartz-ის ბრილიანტის ყელსაბამი მიიღო, რომელიც მის მიერვე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სასურველი ნივთების სიაში ყველაზე ძვირადღირებული რამ იყო.