ძველით ახალი წელი რესტორან ”თაშრეში”

ძველით ახალი წელი რესტორან ”თაშრეში”
FM შოპინგი / იანვარი 12, 2017

რესტორანი ”თაშრე” ძველით ახალი წლისთვის სტუმრებს გრანდიოზულ კონცერტს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას რესტორნის მენეჯერმა ისაუბრა, 13 იანვარს 20:00 საათზე სტუმრებს სიხარულით ელოდებიან.

”ჩვენი რესტორანი არ ღალატობს ტრადიციას და სტუმრებს კვლავაც სთავაზობს საახალწლო განწყობის კიდევ უფრო ამაღლებისთვის, კონცერტსა და გემრიელ მენიუს”, – აღნიშნა მენეჯერმა.

მისივე თქმით, ”თაშრეში” 13 იანვარს ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” და რესტორნის ადგილობრივი მომღერლები ერთად იზრუნებენ სტუმრების გახალისებაზე.

მენეჯერმა აღნიშნა ისიც, რომ ”თაშრე” განსაკუთრებულ დღეებში კიდევ შესთავაზებს, მსგავს საღამოებს, მათ ვისაც უყვარს  ”თაშრეში” დროის გატარება.

რესტორნის მისამართია: ბელიაშვილის N88.

საკვანძო სიტყვები