დუეინ ჯონსონს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან

დუეინ ჯონსონს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან
შოუბიზნესი / დეკემბერი 7, 2017

მსახიობი დუეინ ჯონსონი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს მიიღებს. ღონისძიება 13 დეკემბერს გაიმართება.

2017 წლის ბოლოს კინოგაქირავებაში გამოდის ფილმის „ჯუმანჯი: ჯუნგლების ძახილი“, სადაც ჯონსონი მთავარ როლს ასრულებს. ამას გარდა, 2019 წლის ზაფხულში „ფორსაჟის“ მომდევნო ნაწილიც გამოვა, სადაც ჯონსონი პარტნიორობას ჯეისონ სტეტჰემს გაუწევს.

 

საკვანძო სიტყვები