დრეიკის ახალმა ალბომმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა

დრეიკის ახალმა ალბომმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა
შოუბიზნესი / ივლისი 10, 2018

დრეიკის ახალმა ალბომმა „Scorpion“ გამოსვლიდან ერთ კვირაში რეკორდი დაამყარა. სხვადასხვა სტრიმინგ სერვისებზე მას უკვე მილიარდჯერ მოუსმინეს.

ეს არის პირველი მუსიკალური რელიზი ამერიკაში, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს ასე მალე გადააჭარბა. გლობალური რეკორდი კი დრეიკმა უფრო მალე- ოთხ დღეში დაამყარა.

დისკი 25 თრექისგან შედგება. ერთ-ერთ მათგანში კი შესაძლებელია მაიკლ ჯექსონის ხმის გაგება. ორი სიმღერა დრეიკის პირად ცხოვრებას ეძღვნება – მათში მუსიკოსი პირველად აღიარებს, რომ პორნოვარსკვლავისგან ვაჟი ჰყავს.

საკვანძო სიტყვები