,,დრეიკი გვბლოკავდა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ” – Cardi B-ის რეაქცია პირველობაზე (ვიდეო)

,,დრეიკი გვბლოკავდა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ” – Cardi B-ის რეაქცია პირველობაზე (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2018

დრეიკის In My Feelings, რომელიც ბოლო 10 კვირის განმავლობაში ,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” სათავეში იყო, Maroon 5-ისა და Cardi B-ის დუეტმა Girls Like You მიმდინარე კვირას მეორე პოზიციაზე დასწია.

შედეგით აღფრთოვანებულმა ამერიკელმა რეპერმა ამ ფაქტის აღსანიშნად, ,,ინსტაგრამზე” ემოციური ვიდეო ატვირთა.

,,მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან Girls Like You ნომერ პირველია. ეს ჩემი მესამე ნომერ პირველი სინგლია,” – აღნიშნა 25 წლის ვარსკვლავმა.

ვიდეოში, Cardi-მ სიმღერის შესახებაც ისაუბრა:

,,მეუბნებოდნენ, რომ ჯერ ადრე იყო პოპ სიმღერებზე მუშაობა, მაგრამ როცა კომპოზიცია პირველად მოვისმინე, ვიტირე… ალბათ, იმიტომ, რომ გოგონაზე ვიყავი ორსულად, სიმღერის ტექსტი ხომ ძალიან ლამაზია” – დასძინა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ Cardi B-მ, რომელიც ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 60 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი ქალი რეპერი გახდა, რომლის სამი სიმღერა ამ უკანასკნელის სათავეში მოექცა, ვიდეოში დრეიკიც ახსენა და იხუმრა:

,,დრეიკი გვბლოკავდა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ!”

https://www.instagram.com/p/BoHpejshWD7/?taken-by=iamcardib

ვიდეოს აღწერაში შემსრულებელმა თავისი ხმის გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ გაციებულია.