დონალდ ტრამპი ქორწილის დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოჩნდა (ვიდეო)

დონალდ ტრამპი ქორწილის დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოჩნდა (ვიდეო)
საინტერესო / ივნისი 13, 2017

დონალდ ტრამპი მის გოლფ-გლუბში გამართული საქორწინო ცერემონიის დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც დარბაზში ჯერ დაცვა და შემდეგ თავად აშშ-ის პრეზიდენტი გამოჩნდა. ტრამპმა მათ სახელები გამოკითხა, მიულოცა, რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღო და საკუთარ საქმეებს დაუბრუნდა.

სტუმრებმა ეს ყველაფერი ღონისძიების დაგეგმილ ნაწილად ჩათვალეს, თუმცა საბოლოო ჯამში სიურპრიზი ყველასთვის მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა.

საკვანძო სიტყვები