დოლორეს ო’რიორდანი ირლანდიაში დაკრძალეს

დოლორეს ო’რიორდანი ირლანდიაში დაკრძალეს
შოუბიზნესი / იანვარი 24, 2018

23 იანვარს, ირლანდიის მშობლიურ ქალაქ ბალიბრიკენეში ჯგუფ The Cranberries-ს ვოკალისტი, დოლორეს ო’რიორდანი დაკრძალეს. მუსიკოსის ბოლო გზაზე გასაცილებლად ასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ახლობლები, მეგობრები და თაყვანისმცემლები იყვნენ.

ვარსკვლავთან გამოსამშვიდობებელი გალობა წმინდა ელვეს ტაძარში გაიმართა, რომლის გუნდშიც ერთ დროს ო’რიორდანი გალობდა. ცერემონიის დასაწყისში დოლორესთან ხსოვნისადმი პატივსაცემად შუბერტის „ავე მარია“ ჩართეს, რომელსაც ო’რიორდანი ლუჩანო პავაროტისთან ერთად ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის მომღერალი 15 იანვარს ლონდონში გარდაიცვალა, სადაც ახალი სიმღერის ჩასაწერად ჩავიდა. გარდაცვალების მიზეზის კვლევა 3 აპრილამდე გადაიდო, როდესაც ექსპერტიზის რეზულტატი გახდება ცნობილი.

საკვანძო სიტყვები