დოლანდ ტრამპის შესახებ ფილმს გადაიღებენ

დოლანდ ტრამპის შესახებ ფილმს გადაიღებენ
შოუბიზნესი / მაისი 3, 2018

ამერიკელი ჟურნალისტი გაბრიელ შერმანი ამერიკის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ფილმისთვის სცენარს დაწერს.

„როგორც ჟურნალისტი, დონალდ ტრამპზე 15 წლის განმავლობაში ვწერდი. დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ ამ ბიზნესმენის ისტორიით, რომელმაც ყველაფერი 70-80-იანი წლების ნიუ-იორკში დაიწყო. ეს პერიოდი საკმაოდ ბევრს ამბობს ადამიანზე, რომელიც ახლა ოვალურ კაბინეტში ზის“, – განაცხადა შერმანმა.

ჟურნალისტი ასევე Fox News-ის დამაარსებლის, როჯერ აილსის შესახებ წიგნის ავტორია.