ჟერარ პიკემ შაკირასთან დაშორებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ჟერარ პიკემ შაკირასთან დაშორებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
შოუბიზნესი / სექტემბერი 19, 2017

ამ დღეებში, დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ შაკირასა და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ და ისინი დაშორებას  გეგმავენ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შაკირა შვილებთან ერთად სახლიდანაც წავიდა.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც კოლუმბიელი მომღერალი და მათი ორი ვაჟიშვილი არიან გამოსახულები. „ოჯახის დრო“ – დააწერა მან ფოტოს. როგორც ჩანს, სწორედ ამ გზით უპასუხა ფეხბურთელმა მათი მისამართით წამოსულ ჭორებს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი და სპორტსმენი ერთად 7 წელია ცხოვრობენ და 2 საერთო შვილს ზრდიან.

საკვანძო სიტყვები