ჟერარ პიკემ შაკირას სარეპეტიციოდან ვიდეო გაავრცელა

ჟერარ პიკემ შაკირას სარეპეტიციოდან ვიდეო გაავრცელა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2017

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. მალევე, მომღერლის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო, რამდენიმე საათის წინ კი, სპორტმენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას და შაკირას ყველაფერი კარგად აქვთ.

ფეხბურთელმა გააზიარა ვიდეო შაკირას რეპეტიციიდან, რომლისთვისაც მომღერალი ტურნესთვის ემზადება. ვიდეოში ვარსკვლავი სიმღერას „Antología“ ასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად უკვე 7 წელია არის. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა ურთიერთობა ამ მომენტამდე არ დაუკანონებიათ. უკანასკნელი ინფორმაციით, ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

საკვანძო სიტყვები