„დიდი პატარა ტყულების“ ვარსკვლავები ბოულინგ-კლუბში ერთობიან

„დიდი პატარა ტყულების“ ვარსკვლავები ბოულინგ-კლუბში ერთობიან
შოუბიზნესი / ივნისი 5, 2018

ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს სერიალის „დიდი პატარა ტყუილები“ მეორე სეზონის გადაღებები. ახალ ეპიზოდში ნიკოლ კიდმანსა და რიზ უიზერსპუნს ლეგენდარული მერილ სტრიპიც შეუერთდა.

თაყვანისმცემლები დიდი ინტერესით აკვირდებიან გადაღების პროცესს და ცდილობენ, ინტერნეტში მოხვედრილი არცერთი დეტალი არ გამორჩეთ.

გუშინ, რიზ უიზერსპუნმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან ვარსკვლავები გადაღების შემდეგ: ნიკოლმა, რიზმა, მერილმა და შეილინ ვუდლიმ საღამო ბოულინგ-კლუბში გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ HBO-მ, „დიდი პატარა ტყილების“ გაგრძელება გადაწყვიტა. გასულ წელს პროექტმა ოთხი „ოქროს გლობუსი“ და ოთხი პრემია „ემი“ დაიმსახურა.

https://www.instagram.com/p/Bjn0nxEFPFu/?taken-by=reesewitherspoon