დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ვაჟს ჩოგბურთის კორტები აჩუქეს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ვაჟს ჩოგბურთის კორტები აჩუქეს
შოუბიზნესი / ნოემბერი 6, 2018

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა რომეოს 30 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების საჩუქარი გაუკეთეს.

საქმე ისაა, რომ ბექჰემების ოთხშვილიან ოჯახში მომავალი ვარსკვლავი იზრდება, ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი კი 16 წლის ვაჟს დიდი ჩოგბურთის ხმაურიანი კარიერისთვის ამზადებს.

საინტერესოა, რომ შვილის მომავალი კარიერისთვის ვიკიმ გადაწყვიტა სახლთან ახლოს, კოტსუოლდ-ჰილსში, ნახევრად დასრულებული ჩოგბურთის სათამაშო კორტი შეეძინა, რომლის პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას, ლანდშაპტის კონკურსში გამარჯვებული მარკუს ბარნეტის სახელს მიაწერენ.

ინსაიდერის ინფორმაციით, ვიკი რომეოსგან ,,ჩოგბურთის სამყაროს დევიდ ბექჰემს” ზრდის.