დევიდ ბექჰემს ბოტოქსის გამოყენებაში „ადანაშაულებენ“ (ფოტო)

დევიდ ბექჰემს ბოტოქსის გამოყენებაში „ადანაშაულებენ“ (ფოტო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2017

დევიდ ბექჰემი თავის გარეგნობას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს. ნებისმიერ შემთხვევაში,  მდიდრული წვეულება იქნება თუ პაპარაცული ფოტო, ვარსკვლავი საუკეთესოდ გამოიყურება. თუმცა ბექჰემის უკანასკნელ გამოჩენას საზოგადოებაში ახალი ჭორი მოჰყვა: თაყვანისმცემლებმა ჩათვალეს, რომ დევიდმა სახეზე ბოტოქსი გაიკეთა, რადგან სხვაობა თვალშისაცემია. თავად ვარსკვლავი ამ ყველაფერს უარყოფს.

„ბოტოქსით არ ვსარგებლობ, თუმცა თუ თვლით, რომ კარგად გამოვიყურები, ამას კომპლიმენტად მივიღებ“, – სწორედ ასე უპასუხა დევიდმა მისი მისამართით წამოსულ კრიტიკას.

 

საკვანძო სიტყვები