დევიდ ბექჰემმა თაყვანისმცემლები გაანაწყენა

დევიდ ბექჰემმა თაყვანისმცემლები გაანაწყენა
შოუბიზნესი / აგვისტო 2, 2017

დევიდ ბექჰემი „სამეფო კარის თამაშების“ დიდი თაყვანისმცემელია. ამჟამად ყოფილი სპორტსმენი ამერიკაში იმყოფება და კვირაობით აქტიურად ადევნებს თვალს ახალ სერიებს, შემდეგ კი საკუთარ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში აზიარებს.

საქმე იმაშია, რომ დიდ ბრიტანეთში ახალ სერიებს ერთი დღით გვიან აჩვენებენ, შესაბამისად, ბექჰემის ინგლისელი გამომწერები საინტერესო ფაქტებს არა ფილმიდან, არამედ დევიდის პოსტებიდან გებულობენ. ბევრმა მათგანმა უკმაყოფილება გამოთქვა ექს-ფეხბურთელის საქციელზე და ამის გამო მისი გევრდის გამოწერაც გააუქმა.

შეგახსემენთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლოსწინა სეზონი ეთერში რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა.