დევიდ ბექჰემის ემოციური პოსტი მამების დღესთან დაკავშირებით

დევიდ ბექჰემის ემოციური პოსტი მამების დღესთან დაკავშირებით
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

დევიდ ბექჰემმა თავის გამომწერებს მამის დღე ემოციური პოსტით მიულოცა. ფეხბურთელმა შვილების ფოტო გააზიარა და ორგანიზაცია UNICEF-ს სხვა არაჩვეულებრივი მამების გაცნობის შესაძლებლობის გამო მადლობა გადაუხადა.

„მომენტები, რომლებსაც ჩემს შვილებთან ერთად ვიზიარებ, საოცარია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რამეს მიყვებიან ან ჩემს საყვარელ წიგნს ვუკითხავ ძილის წინ, ან შვებულებას ერთად ვატარებთ, მე ყველაზე ბედნიერი ვარ.

UNICEF-ში მუშაობის წყალობით უამრავი არაჩვეულებრივი მამა გავიცანი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი შვილები უზრუნველყონ და რომლებიც ყოველდღიურად უამრავ პრობლემას აწყდებიან“, – დაწერა დევიდმა და ყველა მამას მოუწოდა, შვილების ფოტოები ჰეშტეგით #EarlyMomentsMatter გამოაქვეყნონ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ოთხ შვილს, სამ ვაჟიშვილსა და ერთ ქალიშვილს ზრდიან.

საკვანძო სიტყვები