დემნა გვასალია, ვიქტორია ბექჰემი, ალესანდრო მიკელე – The Fashion Awards 2018-ის ნომინანტები ცნობილია

დემნა გვასალია, ვიქტორია ბექჰემი, ალესანდრო მიკელე – The Fashion Awards 2018-ის ნომინანტები ცნობილია
შოუბიზნესი / ოქტომბერი 23, 2018

10 დეკემბერს, ლონდონის ,,ალბერტ-ჰოლში”, The Fashion Awards გაიმართება. ეს არის ბრიტანეთის მთავარი მოდური მოვლენა, რომელზეც 1957 წლიდან მოდის ინდუსტრიის ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლებს ავლენენ.

მთავარი, პრესტიჟული ჯილდოსთვის წელს, ალესანდრო მიკელე (Gucci), კლერ უეიტ კელერი (Givenchy), კიმ ჯონსი (Dior Home), პიერპაოლო პიჩოლი (Valentino) და ვირჯილ აბლო (Louis Vuitton) იბრძოლებენ. ისინი ერთმანეთს ,,წლის დიზაინერის” ნომინაციაში დაუპირისპირდებიან.

,,წლის მოდელის” ნომინაციაში წარდგენილი ადუტ აკეჩი, ადვოა აბოა, ბელა ჰადიდი, კაია გერბერი და ვინი ჰარლოუ არიან.

,,საუკეთესო აქსესუარების დიზაინერი” შესაძლოა დემნა გვასალია ,,ბალენსიაგასთვის” გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანური მოდის სახლი საღამოზე ,,წლის ბრენდის” კატეგორიაშია ნომინირებული.

 

View this post on Instagram

 

The nominees for the Brand of the Year award are @balenciaga, @burberry, @gucci, @off____white and @prada. #FashionAwards #Swarovski

A post shared by British Fashion Council (@britishfashioncouncil) on

ვიქტორია ბექჰემი სახელობითი ლეიბლით ,,ქალის ტანსაცმლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის” ნომინაციაში წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ The Fashion Awards-სს თავისი მნიშვნელობით ე.წ. ბრიტანულ ,,ოსკარებს” უწოდებენ.