დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი ნიჭიერი მომღერალი აღმოჩნდა (ვიდეო)

დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი ნიჭიერი მომღერალი აღმოჩნდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / აპრილი 28, 2017

28 წლის რუმერ უილისი ცდილობს, თავი არა ცნობილი მშობლების, დემი მურისა და ბრიუს უილისის სახელით, არამედ საკუთარი შესაძლებლობებით დაიმკვიდროს. როგორც აღმოჩნდა, გოგონა არაჩვეულებრივად მღერის და ეს უკანასკნელი ვიდეოთიც დადასტურდა.

„იმპერიის“ ახალ სერიაში რუმერმა მომღერალი ტორი ეში განასახიერა და სიმღერა „Crazy Crazy 4 U“ შეასრულა. გოგონას თაყვანისმცემელთა რიცხი ათასობით ადამიანით გაიზარდა და ბევრი მათგანი რუმერს სთხოვს, არ მიატოვოს სცენა და კიდევ უფრო მეტი სიმღერა შემოგვთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ გოგონა „იმპერიას“ მესამე სეზონიდან შეუერთდა. მისი პერსონაჟი, ტორი ეში უზომოდ ნიჭიერი, თუმცა ნარკოტიკებზე დამოკიდებული მომღერალია.