დემი ლოვატო ,,ინსტაგრამზე” დაბრუნდა (ფოტო)

დემი ლოვატო ,,ინსტაგრამზე” დაბრუნდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

რამდენიმე საათის წინ, დემი ლოვატომ 90 დღიანი დუმილი პირველად დაარღვია. ახალგაზრდა შემსრულებელი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ამერიკელმა მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ხმის მიცემის პროცესშია გადაღებული.

მიხარია, რომ ხმის მიცემის დროს სახლში ვიმყოფები. ერთი ხმა ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ გამოდი და მსოფლიოს შენი ხმა გააგონე”, – დაწერა 26 წლის ვარსკვლავმა, რითაც 70,514,600 ,,ფოლოუერს” ამერიკის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს, ლოვატო, ნარკოტიკული ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა, რომლის დატოვების შემდეგ, მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძო.

საკვანძო სიტყვები