დეიმონ ალბარნს Gorillaz-ის ახალი ალბომი ტაქსიში დარჩა

დეიმონ ალბარნს Gorillaz-ის ახალი ალბომი ტაქსიში დარჩა
შოუბიზნესი / მაისი 14, 2018

მუსიკოს დეიმონ ალბარნს, ნოუთბუქი, რომელშიც Gorillaz-ის ახალი ალბომის ყველა საიდუმლო დეტალი იყო თავმოყრილი, ტაქსიში დარჩა. ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც ის ლონდონის ერთ-ერთი ღამის წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდა.

„ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. დეიმონს მუდმივად კონტროლზე აქვს ყველაფერი. მასალა  კი უბრალოდ აუდიოები კი არა, საკმაოდ ძვირფასი ვიდეოც იყო. ნოუთბუქის შემადგენლობა ფასდაუდებელი იყო“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

საბედნიეროდ, კეთილსინდისიერმა ტაქსისტმა დანაკარგი ალბარნს მალევე დაუბრუნა.

შეგახსენებთ, რომ Gorillaz-ის ახალი ალბომი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა და მას მკაცრი პოლიტიკური მესიჯი ექნება: სიმღერებში ალბარნი ბრექსიტის თემას ეხება.

საკვანძო სიტყვები