დედპულმა საშობაო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

დედპულმა საშობაო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2017

დედპულის სიქველი ეკრანებზე მხოლოდ 2018 წლის გაზაფხულზე გამოვა, თუმცა, სტუდია 20th Century Fox ნელ-ნელა ფილმისთვის მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ისევე, როგორც პირველი ფილმის პრომო კამპანიისას, რაიან რეინოლდსი და Fox მაყურებლებს მოულოდნელი სვლებით ახარებენ – მაგალითად იმით, რომ დედპულმა სრულფასოვან საშობაო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც Good Housekeeping-ში დაიბეჭდება. დედპულის მეორე ნაწილის პრემიერა 2018 წლის 31 მაისს არის ჩანიშული.

საკვანძო სიტყვები