დედოფალმა მეგან მარკლს კეიტ მიდლტონთან შედარებით უპირატესობა მიანიჭა

დედოფალმა მეგან მარკლს კეიტ მიდლტონთან შედარებით უპირატესობა მიანიჭა
საინტერესო / ივნისი 8, 2018

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგინია დედოფალ ელისაბედ მეორესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩესტერის საგრაფოში გაემგზავრება.

თუმცა, აღსანიშნავი ამ საკითხში ის არის, რომ დედოფალი და მეგანი ლეგენდარული The Royal Train-ით იმგზავრებენ. ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ მატარებლით მხოლოდ სამეფო ოჯახის უფროსი წევრები მგზავრობენ და რომ აქამდე მასში არც პრინცები და არც კეიტ მიდლტონი არ მსხდარან.

როგორც ჩანს, მეგანმა დედოფალი მართლაც მოხიბლა.