Dazz Dazz – ახალი ქართული ახალგაზრდული ბრენდი ბერლინური იერით

Dazz Dazz – ახალი ქართული ახალგაზრდული ბრენდი ბერლინური იერით
FM შოპინგი / აპრილი 10, 2018

Dazz Dazz ახალი ქართული ბრენდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამდენიმე მეგობარმა შექმნა და ახალგაზრდებს შორის უკვე პოპულარობით სარგებლობს. მათი მაღაზია შანიძის #2-შ მდებარეობს.

დამფუძნებელთა შორისაა ზუკა ყალიჩავა, რომელმაც ბერლინში მეგობრებთან ერთად გართობისას ამ იდეის განხორციელება დაისახა მიზნად.

ზუკა ყალიჩავა:

მე და ჩემი მეგობრები ბერლინში ერთი თვით ვიყავით წასულები. როგორც იცით, გერმანიის დედაქალაქში ძალიან არის განვითარებული კლუბური ცხოვრება, შესაბამისად, თავისუფალი სტილის ჩაცმულობა, რომელიც არაფერში შეგიშლის ხელს, უფრო მეტად მისაღებია. გადავწყვიტეთ, ბერლინური სტილი აგვეღო და მოგვერგო ჩვენი გემოვნებისთვის, შეგვეტანა საკუთარ შტრიხები. ასე შეიქმნა „დაზ დაზ“. საინტერესოა, რომ ჩვენი საწარმო გავაკეთეთ, სადაც ხუთი ქალბატონინ გვყავს დასაქმებული, თუმცა უკვე იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, კიდევ რამდენიმე კადრის დამატებას ვფიქრობთ (იღიმის). საწარმო რუსთავში გვაქვს, რუსთავის მერიც გვეწვია, დაათვალიერა და ძალიან მოეწონა ჩვენი ენთუზიაზმი და საქმე, რომელსაც ვაკეთებთ…

თურქეთიდან შემოგვაქვს ძალიან ხარისხიანი ნაჭრები, თავად დავდივარ და ჩამომაქვს, შემდეგ ჯერ საკუთარ თავზე ვტესტავ. ჩვენი სამოსი უნისექსია, ძალიან კომფორტული, რომელსაც ბიჭიც მოირგებს და გოგოც. რატომ უნდა გამოიწერონ ასეთი სამოსი უცხოეთიდან, როცა ყიდვა უკვე საქართველოშიც შეუძლიათ? თან, ძალიან გაგვიმართლა, რომ ქართულის ჩაცმა არ „ტეხავს“, პირიქთ, კარგია, თუკი ქართული გაცვია, ახლა ასეთი ტრენდია და ესეც გვეხმარება მომხმარებლის მოზიდვაში. ამას ემატება ისიც, რომ თავისუფალი სტილის სამოსი საქართველოშიც სასურველია, რადგან კლუბური გართობა აქაც ძალიან პოპულარულია, შესაბამისად, თავისუფალი ცაცმულობა მოთხოვნადი.

ვფიქრობ, მალე გავფართოვდებით. ჩვენთან მომუშავე ქალბატონებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი წარმატება მათ შრომაზე დგას. მართალია, საქართველოში კარგი მკერავების მოძებნა ჭირს, მაგრამ ხუთი უკვე მოვძებნეთ და იმედი მაქვს, მეტსაც ვიპოვით. კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება გვსურს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები