დამბოს შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

დამბოს შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივნისი 13, 2018

სტუდია Disney-მ მფრინავი სპილოს, დამბოს შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის პირველი თიზერი გამოაქვეყნა.

ფილმზე ტიმ ბერტონი მუშაობს, მთავარ როლს კი მასში კოლინ ფარელი და დენი დევიტო ასრულებენ. სიუჟეტის მიხედვით, ცირკის ყოფილი ვარსკვლავის, ჰოლტ ფარიეს (ფარელი) ოჯახი პატარა სპლიყვს იპოვის. ფარიეს შვილები აღფრთოვანებულები არიან ამ შენაძენით. მალე დამბო მაქს მედიჩის (დევიტო) საცირკო წარმოდგენის ვარსკვლავი ხდება.

ფარელისა და დევიტოს გარდა, ფილმში ასევე მაიკლ კიტონი, ევა გრინი, ალან არკინი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფილმის პრემიერის თარიღად კი 2019 წლის 29 მარისი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი 1941 წელს გამოსული ამავე სახელწოდების მულტფილმის ეკრანიზაციას წარმოადგენს.

პოპულარული სიახლეები