დაკოტა ჯონსონს და კრის მარტინს რომანი აქვთ

დაკოტა ჯონსონს და კრის მარტინს რომანი აქვთ
შოუბიზნესი / დეკემბერი 13, 2017

როგორც ჩანს, 28 წლის დაკოტა ჯონსონისა და 40 წლის კრის მარტინის ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. ერთდროულად რამდენიმე ცნობილმა დასავლურმა გამოცემამ დაწერა, რომ ვარსკვლავები ერთმანეთით არიან გატაცებულები და მთელს დროს ერთად ატარებენ. მათივე მტკიცებით, ამჟამად წყვილი ისრაელში ერთად ისვენებს.

Coldplay-ის ფრონტმენისა და ცნობილი მსახიობის რომანის შესახებ გასულ თვეში, ნიკ კეივის კონცერტის შემდეგ გაჩნდა. მოგვიანებით ისინი ერთად რესტორანში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მარტინი უკვე იყო დაქორწინებული მსახიობ გვინეტ პელტროუზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება დაკოტას, მას რომანი მეთიუ ჰიტთან ჰქონდა, რომელსაც გასული წლის ზაფხულში დაშორდა.

საკვანძო სიტყვები