დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი პაემანზე დააფიქსირეს

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი პაემანზე დააფიქსირეს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 13, 2017

მსახიობი დაკოტა ჯონსონი და მუსიკოსი კრის მარტინი ლოს-ანჯელესის სუში-რესტორანში ერთად დააფიქსირეს. თვითმხილველების თქმით, „გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავი და ჯგუფ Coldplay-ს ვოკალისტი ბევრს იცინოდნენ და საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში პრესამ დაკოტასა და მსახიობ ჯონ ჰემის რომანზე დაწერა და განაცხადა, რომ ისინი რომანტიკულ პაემანზე დააფიქსირეს.

რაც შეეხება მარტინს, გვინეტ პელტროუსთან დაშორების შემდეგ, მას რომანი ჯენიფერ ლოურენსთან და ანაბელ უოლისთან ჰქონდა.