დაიან კიტონმა ვუდი ალენს მხარდაჭერა აღუთქვა

დაიან კიტონმა ვუდი ალენს მხარდაჭერა აღუთქვა
შოუბიზნესი / იანვარი 30, 2018

ალეკ ბოლდუინის შემდეგ, რეჟისორ ვუდი ალენის მხარდაჭერა მსახიობმა დაიან კიტონმაც გამოთქვა. „ოსკარის“ ლაურეატი ალენთან ფილმზე „ენი ჰოლი“ მუშაობდა.

„ვუდი ალენი – ჩემი მეგობარია და მე მას კვლავაც ვენდობი“, – განაცხადა კიტონმა.

კიტონმა ასევე 1992 წლის გადაცემა „60 წუთის“ ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ალენი თავის გერზე, დილან ფეროუზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორის გერმა მისი მისამართით წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვუი ალენს ის ბავშვობის წლებში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ ფაქტის გამო, ვუდისთან თანამშრომლობაზე უარი ბევრმა ცნობილმა მსახიობმა თქვა.

 

საკვანძო სიტყვები