Coldplay-მ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა (აუდიო)

Coldplay-მ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა (აუდიო)
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

Coldplay-მ ახალი სიმღერა „All I Can Think About Is You“ გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანული ჯგუფის ახალ ალბომში „Kaleidoscope“ შედის.

ახალი მასალის გამოცემასთან დაკავშირებით ცნობილი ჯერ კიდევ მარტში გახდა. ცნობილია, რომ დისში შევა ასევე რემიქსი სინგლზე „Something Just Like This“, ასევე დუეტი ბიგ შონთან „Miracles (Someone Special)“ და სიმღერა „ALIENS“.

მინი-ალბომი „Kaleidoscope“ ხელმისაწვდომი 14 ივლისს იქნება. ჯგუფის უკანასკნელი სრული ალბომი „A Head Full of Dreams“ 2015 წელს გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის ჩარტის სათავეში მოხვდა.

საკვანძო სიტყვები