Coachella-ზე გამოსვლით ბიონსემ ისტორია შექმნა (ვიდეო/ფოტო)

Coachella-ზე გამოსვლით ბიონსემ ისტორია შექმნა (ვიდეო/ფოტო)
შოუბიზნესი / აპრილი 16, 2018

გუშინ, ფესტივალ „კოაჩელაზე“ ბიონსე დიდ სცენას ტრიუმფალურად დაუბრუნდა. მომღერალი ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი შოუ მოუწყო.

2 საათიანი გამოსვლის დროს მან 4-ჯერ შეიცვალა ჩაცმულობა: თავდაპირველად ის მეტალებიან ბოდესა და საინტერესო თავსაბურავში გამოჩნდა.

A post shared by Beyoncé (@beyonce) on


შემდეგ ის მოკლე შორტებსა და ყვითელი ფერის სპორტულ მოსაცმელში გამოჩნდა და 15 წლის წინანდელი ჰიტები შეასრულა ჯეი ზისთან ერთად, მათ შორის იყო „Crazy in love“.

 

შოუს კულმინაცია კი სცენაზე Destiny’s Child-ის გამოჩენა გახდა, კელი როულენდმა და მიშელ უილიამსმა ბიონსესთან ერთად დაუვიწყარი ნომერი შემოგვთავაზეს.

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

თუმცა, ღონიძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბიონსესა და მისი დის, სოლანჟის ცეკვა გახდა. გოგონები საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილან ერთად.


თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ბიონსე შეუდარებელია და რომ მის პროფესიონალიზმს დრო ვერაფერს აკლებს.

საკვანძო სიტყვები