,,ცხოვრება რთული გაკვეთილია” – დრეიკმა რიანასთან დაშორება მძიმედ გადაიტანა

,,ცხოვრება რთული გაკვეთილია” – დრეიკმა რიანასთან დაშორება მძიმედ გადაიტანა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 16, 2018

ამ დღეებში, დრეიკი HBO-ს ტოქშოუს სტუმრობდა, სადაც რიანასთან დაშორების შესახებ ისაუბრა. კანადელმა რეპერმა აღიარა, რომ ბარბადოსელ ლამაზმანზე შეყვარებილი 22 წლიდან იყო.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ვარსკვლავის ოცნება მაშინ ახდა, როცა 2016 წლის გაზაფხულზე წყვილმა რომანი გააჩაღა.

,,ცხოვრება რთული გაკვეთილია. ადრე ყველა ჩვენს დიდებულ ურთიერთობაზე საუბრობდა, მაგრამ ახლა ეს წარსულია,” – სინანულით განმარტა მუსიკოსმა.

დრეიკმა ასევე თქვა, რომ ის რირისთან ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

შეგახსენებთ, რომ დრეიკთან დაშორების შემდეგ, რიანამ მილიარდერ, ჯამილ ჰასანთან შეხვედრა დაიწყო, თავად დრეიკი კი გასული წლის ოქტომბერში ბიჭის მამა გახდა. 3 ,,გრემის” მფლობელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს ვაჟი ფრანგმა მსახიობმა, სოფი ბრუსომ აჩუქა, რომელთანაც მომღერალს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ დრეიკი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ინფორმაციას პატარას შესახებ, მისი თქმით, ადონისი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ადრე ყველაფერი მამაჩემის გადმოცემით ვიცოდი, მაგრამ როცა მამა თავად გავხდი, მივხვდი, რომ ეს საოცარი გრძნობაა. მე ახლა კარგად მესმის დედის, მისი მოთმინების და უპირობო სიყვარულის ჩემ მიმართ,” – დასძინა არტისტმა.

შეგახსენებთ, რომ დრეიკის შვილის ყოლის შესახებ ინფორმაცია Pusha T-ის დის ტრეკში The Story of Adidon გაჟღერდა, რეპერმა კი მამობა მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოსულ მე-5 სტუდიურ ალბომში Scorpion დაადასტურა. სიმღერაში March 14 ის ადონისისა და მარტოხელა მამობის სირთულეებზე რეპავს. ბიჭუნა საჯაროდ ჯერ არ გამოუჩენიათ.

 

საკვანძო სიტყვები