ჭკვიანი თერმომეტრი, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის შეიქმნა

ჭკვიანი თერმომეტრი, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის შეიქმნა
Hi Tech / იანვარი 10, 2018

კომპანია Xiaomi-ის მორიგი, რიგით 147-ე პროდუქტი ქალის ჭკვიანი თერმომეტრია. Xiaomi Smart Female Thermometer – ასე ჰქვია სიახლეს და ის სმარტფონთან სინქრონიზირდება და მასზე ყველანაირი ინფორმაცია გადააქვს.

გაჯეტის გამოყენება საკმაოდ მარტივია: თერმომეტრის წვერს იდებთ ენის ქვეშ და რამდენიმე წამის შემდეგ ხმოვანი სიგნალის შედეგად გებულობთ, რომ სიცხე გაზომილია. სმარტფონზე მოდის სხეულის ტემპერატურის, მენსტრუალური ციკლისა და სასურველი ორსულობის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია.

Xiaomi Smart Female Thermometer გაყიდვაში იანვრის ბოლოს გამოვა და დაახლოებით 20 დოლარი ეღირება.

 

პოპულარული სიახლეები