ჩენინგ ტატუმს და ემბერ ჰერდს რომანი აქვთ?

ჩენინგ ტატუმს და ემბერ ჰერდს რომანი აქვთ?
შოუბიზნესი / აპრილი 19, 2018

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ახლად განქორწინებულ ჩენინგ ტატუმს უკვე რომანი აქვს და მისი რჩეული მსახიობი ემბერ ჰერდია. ინსაიდერი ყვება, რომ 37 წლის ტატუმი მოხიბლულია 31 წლის ჰერდით, რომელიც ჯერ კიდევ ფილმის „სუპერ მაიკი XXL” გადაღებების დროს გაიცნო. ტაბლოიდები დაქორწინებულ მსახიობს მაშინაც მიაწერდნენ რომანს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მათივე ცნობით, ურთიერთობის ინიციატორი ემბერია, რომელმაც როგორც კი გაიგო, რომ ტატუმის ოჯახი დანგრევის პირას იყო, აქტიურობა დაიწყო.

მართალია თუ არა აღნიშნული ფაქტი, ამას დროთა განმავლობაში შევიტყობთ.

საკვანძო სიტყვები