ჩენინგ ტატუმი ჯესი ჯეის ხვდება

ჩენინგ ტატუმი ჯესი ჯეის ხვდება
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2018

2018 წლის 2 აპრილს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჩენინგ ტატუმი და ჯენა დუეინი დაშორდნენ. წყვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა.

მაშინ მათი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჩენინგი და ჯენა ჰოლივუდის ერთ-ერთ მყარ წყვილად ითვლებოდა. მათ პირველივე ქორწინებიდან, 5 წლის გოგონა ევერლი ელიზაბეტ მეიზერი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ტატუმისა და დუეინის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი გვსმენია, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჩენინგი ჯესი ჯეის ხვდება.

როგორც მსახიობის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, ჯესი ძალიან ჰგავს ჯენას.

ინსაიდერის თქმით, ახალი რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყვილი რამდენჯერმე შენიშნეს ერთად გოლფის თამაშისას. ჩენინგი ინგლისელი მომღერლის კონცერტზეც იმყოფებოდა.

რაც ეხება ჯენას, ის ქმართან განქორწინების შემდეგ აქტიურად ესწრება სხვადასხვა გლამურულ ღონისძიებას, ვარჯიშობს, ცეკვავს და მზად არის ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს.