ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუენი ქალიშვილის გამო გაერთიანდნენ (ფოტო)

ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუენი ქალიშვილის გამო გაერთიანდნენ (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 25, 2018

მიმდინარე წლის აპრილში ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუენი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ, თუმცა ორივემ პირობა დადო, რომ მათი საერთო ქალიშვილისთვის, ევერლისთვის, იდეალურ მშობლებად დარჩებოდნენ. როგორც ჩანს, წყვილმა დანაპირები პირნათლად შეასრულა.

ამ დღეებში პაპარაცებმა წყვილი ერთად დააფიქსირა: მათ შვილი საბავშვო ბაღში მიჰყავდათ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს. სამი წლის შემდეგ იქორწინეს, 2013 წელს კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.

საკვანძო სიტყვები