ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუეინ-ტატუმი დაშორდნენ

ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუეინ-ტატუმი დაშორდნენ
შოუბიზნესი / აპრილი 3, 2018

ერთი შეხედვით, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი – ჩენინგ ტატუმი და ჯენა დიუეინ-ტატუმი ერთმანეთს 9 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

წყვილმა სოციალურ ქსელში ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა: „ერთმანეთი წლების წინ ძალიან შეგვიყვარდა,  სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი ერთობლივი ჯადოსნური მოგზაურობა – ეს იყო არაჩვეულებრივი თავგადასავალი, რომელიც ბედმა მოგვიმზადა. ჩვენს შორის არანაირი წყენა ან სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. ჩვენ არ გვაქვს საიდუმლო, უბრალოდ ორმა საუკეთესო მეგობარმა გაიგო, რომ ერთმანეთს ბედნიერების პოვნაში უნდა დაეხმაროს. ჩვენ ძველებურად ოჯახი ვართ და ყოველთვის დავრჩებით ჩვენი საერთო შვილის საუკეთესო მშობლებად“, – დაწერეს მათ.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2006 წელს გაიცნო. სამი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 2013 წელს, მათ ქალიშვილი, ევერლი შეეძინათ.