,,ჩემი პატარა გოგრა” – კიმ კარდაშიანის ვაჟი რუსულ წარწერიანი სვიტერით

,,ჩემი პატარა გოგრა” – კიმ კარდაშიანის ვაჟი რუსულ წარწერიანი სვიტერით
შოუბიზნესი / ოქტომბერი 31, 2018

,,ჩემი პატარა გოგრა”, – სწორედ ასე დაასათაურა კიმ კარდაშიანმა ფოტო, რომელზეც სატელევიზიო სახისა და ამერიკელი არტისტის, კანიე უესტის 2 წლის ვაჟი, სეინტია აღბეჭდილი.

საინტერესოა, რომ პატარას ლუქი ჰელოუინის სტილშია გადაწყვეტილი. ფოტოზე ჩანს, რომ შავ სვიტერს, რომლითაც ვარსკვლავური წყვილის მეორე შვილი თავს იწონებს, საყელოზე რუსულად ,,სტილი” აწერია.

 

View this post on Instagram

 

How cute is my little pumpkin 🎃

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

ექსკლუზიური სვიტრის ავტორი ეპატაჟური რეპერის მეგობარი, ჰერონ პრესტონია.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს რუსულ სიტყვებს, რადგან რუსეთი მის ინსპირაციად ითვლება.