Caviar-მა iPhone-ის ლოგო “ცოდვის ვაშლს” შეადარა

Caviar-მა iPhone-ის ლოგო “ცოდვის ვაშლს” შეადარა
Hi Tech / ივლისი 25, 2018

კომპანიამ Caviar, რომელიც სმარტფონების ლუქს-მოდელებს აწარმოებს. 1526 წლის ნახატით გაფორმებული iPhone X გამოუშვა.

ახალ კოლექციაში ოთხი iPhone X შედის, რომელთაგან სამი ბიბლიურ პერსონაჟებს – ადამს, ევასა და გველს ეძღვნება, მეოთხეს უკანა კორპუსზე კი „ცოდვის ვაშლი“ აქვს გამოსახული, სადაც ოთხივე პერსონაჟი ერთად არის მოქცეული.

ახალი კოლექციის შესაქმნელად გამოიყენებოდა ოქრო, ბრილიანტები, ტყავი და შავი ონიქსი. სმარტფონის ღირებულება კი 3600 დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები