,,ბურგერ კინგმა” კანიე უესტი ,,დატროლა”

,,ბურგერ კინგმა” კანიე უესტი ,,დატროლა”
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

,,მაკდონალდსი ჩემი საყვარელი რესტორანია” – ,,დატვიტა” ამ დღეებში კანიე უესტმა, რომელსაც მალევე სოციალურ ქსელში ,,ბურგერ კინგი” გამოეხმაურა.

სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელის მთავარმა კონკურენტმა სკანდალური რეპერის ,,ტვიტს” საკუთარ გვერდზე უპასუხა და დაწერა:

,,მგონი, თვალები კვლავ დახუჭული აქვს”.

აღსანიშნავია, რომ რეპლიკა კიმ კარდაშიანის მეუღლის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 3 შვილის მამის თქმით, მას თვალები აეხილა, რადგან გააცნობიერა, რომ იმ მესიჯების გასავრცელებლად გამოიყენეს, რომლებისაც თავად არ სჯერა.

ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ,,ტვიტი” უყურადღებოდ არ დარჩენია ჰამბურგერებზე ორიენტირებული რესტორნების ბრიტანულ ფილიალს, რომელმაც აღნიშნა:

,,ბევრის მთქმელია”.

რამდენიმე საათის წინ კი დაამატა:

,,რომ გვცოდნოდა ასეთ ხმაურს გამოიწვევდა, ,,საუნდქლაუდს” გავაკეთებდით”.

საინტერესოა, რომ 41 წლის ვარსკვლავს ,,ბურგერ კინგის” მხრიდან მის ,,დატროლვაზე” კომენტარი არ გაუკეთებია.