ბრიტნი სპირსის ყოფილი მეუღლე ალიმენტის გასამმაგებას ითხოვს

ბრიტნი სპირსის ყოფილი მეუღლე ალიმენტის გასამმაგებას ითხოვს
შოუბიზნესი / მაისი 24, 2018

ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი და მისი შვილების მამა, კევინ ფედერლაინი ვარსკვლავისგან ალიმენტის გასამმაგებას მოითხოვს, რასაც მომღერალი მას და შვილებს უხდის. სწორედ ამ ტექსტით მიმართა ფედერლაინის ადვოკატმა მსოფლიო მედიას და სწორედ ამ გზით იმედოვნებს ის ბრიტნის ყურადღების მიქცევას.

მომღერალი და მოცეკვავე ერთმანეთს 2007 წელს სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა. შედეგად ბრიტნის ნერვული აშლილობა და დეპრესია დაეწყო.

სასამართლომ ფედერლაინის მხარე დაიჭირა. ამჟამად, ბრიტნი ყოველთვიურად მას 20 ათას დოლარს უხდის, 12 წლის შონი და 11 წლის ჯეიდენი სწორედ მამასთან ერთად ცხოვრობენ.