ბრიტნი სპირსი შაკირასა და მალუმას ,,შანტაჟზე” აცეკვდა

ბრიტნი სპირსი შაკირასა და მალუმას ,,შანტაჟზე” აცეკვდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2018

,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრიტნი სპირსი მეგობართან, უილი გომესთან ერთად, კოლუმბიელი ვარსკვლავების, შაკირასა და მალუმას 2016 წელს გამოსულ სიმღერაზე Chantaje  ცეკვავს. უილი ცნობილია პოპ პრინცესას კლიპებიდან: Womanizer3 და If You Seek Amy.

36 წლის ვარსკვლავი პროფესიონალ მოცეკვავესთან დუეტში სალსას ასრულებს.

,,დღეს პირველად ვიცეკვე სალსა მაღალ ქუსლებზე, მადლობა ამისთვის უილს, რომელმაც თავი ნამდვილ ლედად მაგრძნობინა,” – დაწერა პოსტის აღწერაში მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავის გვერდზე შაკირამ გადააზიარა და სპირსსა და გომესს ცეკვა მოუწონა.