ბრი ლარსონი „კაპიტან მარველის“ როლში – პირველი კადრები

ბრი ლარსონი „კაპიტან მარველის“ როლში – პირველი კადრები
შოუბიზნესი / სექტემბერი 7, 2018

2019 წლის გაზაფხულზე ეკრანებზე მასშტაბური კინოპროექტი  „კაპიტანი მარველი“ გამოდის. გამოცემა Entertainment Weekly-ის ფურცლებზე მოხვდა პირველი კადრები კინოფილმიდან, სადაც კაპიტან მარველის როლში მაყურებელი „ოსკარის“ მფლობელ მსახიობს, ბრი ლარსონს შეხვდება. ასევე ფილმში მაყურებელი ბრიტანელ მსახიობს, ჯუდ ლოს იხილავს.

 „კაპიტანი მარველი” კომიქსების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  ძლიერი და გავლენიანი პერსონაჟია. ფილმს კინოკომპანია „მარველი“ იღებს, რომელიც ცნობილი კომიქსების მიხედვით შექმნილ ფილმებზე უკვე წლებია მუშაობს.

 

საკვანძო სიტყვები