ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონს შვილები გააცნო

ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონს შვილები გააცნო
შოუბიზნესი / იანვარი 26, 2018

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტმა პირველ მეუღლესთან, ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო. როგორც დასავლური მედია წერს, პიტი და ენისტონი სულ უფრო ხშირად ნახულობენ ერთმანეთს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბრედმა ჯენიფერს თავისი შვილები – ზაჰარა, შაილო, ვივიენი და ნოქსი გააცნო.

ცნობილია, რომ ანჯელინა ბრედის ყოფილ მეუღლესთან ნებისმიერი ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო, ამიტომ უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა მას აღნიშნულ ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯოლი და პიტი ბავშვებზე მეურვეობის საკითხზე ხანგრძლივი დავის შემდეგ შეთანხმდნენ.