ბრედ პიტი შვილებს „მალეფისენტი 2“-ში მონაწილეობას უკრძალავს

ბრედ პიტი შვილებს „მალეფისენტი 2“-ში მონაწილეობას უკრძალავს
შოუბიზნესი / ივნისი 21, 2018

თითქმის 2 წლის წინ, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცესი დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე ისინი საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ და კონსესუსამდე ვერ აღწევენ.

მშობლების განსხვავებული შეხედულებები „მალეფისენტი 2“-ის გადაღებებსაც შეეხო. ჯოლის, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, მასში 12 წლის შაილოსა და 10 წლის ნოქსის ჩართვასაც გეგმავდა, თუმცა ბრედმა ამის შესახებ თანხმობა არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ბრედ პიტს შვილებთან მეტი დროის გატარების, ამას გარდა მობილური ტელეფონით შეუზღუდავად საუბრობისა და მიმოწერის უფლება მიეცა.

საკვანძო სიტყვები