ბრედ პიტი საკუთარ ნაკლს ებრძვის

ბრედ პიტი საკუთარ ნაკლს ებრძვის
შოუბიზნესი / იანვარი 11, 2018

გამოცემამ US Weekly ბრედ პიტის ცხოვრებაზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა.

როგორ მიდის მსახიობის ცხოვრება ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ და როგორ ცდილობს გამოსწორებას ცნობილი მსახიობი?

წყვილი ერთმანეთს 2016 წლის შემოდგომაზე დაშორდა, თუმცა მათ ურთიერთობაზე მედია დღემდე წერს. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ მომენტისთვის მისთვის უმთავრესი ადამიანები, მხოლოდ შვილები არიან. სწორედ მათ გამო ებრძვის ის საკუთარ ნაკლს, მათ შორის სერიოზულ ალკოდამოკიდებულებას.

ის ყოველკვირეულად გადის თერაპიას და ერთადერთი მიზანი აქვს – გახდეს უკეთესი მამა და ადამიანი. ბრედი შვილებს კვირაში რამდენჯერმე ხედავს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დრო კიდევ უფრო გაიზარდოს“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ ჯოლი-პიტის განქორწინების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ისინი შერიგდებიან.

საკვანძო სიტყვები