Boyzone გამოსამშვიდობებელ ალბომს გამოუშვებს

Boyzone გამოსამშვიდობებელ ალბომს გამოუშვებს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 8, 2018

ირლანდიური ბოი-ბენდი, Boyzone სცენაზე ყოფნის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფი, მე-7 სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რითაც მუსიკალურ კარიერას დაასრულებს.

დისკი სახელწოდებით Thank You & Goodnight  16 ნოემბერს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტაზე ისეთმა მუსიკოსებმა იმუშავეს, როგორებიც: გერი ბარლოუ, სემ სმიტი და ედ შირანი არიან.

კოლექტივის ერთ-ერთი წევრის, შეინ ლინჩის განცხადებით, ჯგუფის ახალი ნამუშევარი ამერიკელი მომღერლის, Charlie Puth-ის სტილისაა.

შეგახსენებთ, რომ ალბომიდან უკვე ცნობილია სინგლები: I Can Dream, რომელიც ბენდის გარდაცვლილი წევრის,  სტივენ გეიტლის ხსოვნას მიეძღვნა, Because და Love, რომლის რელიზი 4 ოქტომბერს შედგა.