„ბნელი რაინდი“ კინოთეატრებში 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრუნდება

„ბნელი რაინდი“ კინოთეატრებში 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრუნდება
შოუბიზნესი / იანვარი 16, 2018

კრისტოფერ ნოლანის „ბნელი რაინდი“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში კვლავ გამოვა. საუბარია პროექტის ათი წლის იუბილეზე, რომლის ფარგლებშიც კითეატრ Showcase Cinemas-ს ქსელში მისი ჩვენება 8-დან 11 თებერვლის ჩათვლით იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ „ბნელი რაინდი“ კინემატოგრაფის ისტორიაში კომიქსების ერთ-ერთი საუკეთესო  ეკრანიზაციაა, რომელშიც დასამახსოვრებელი კვალი მსახიობმა ჰიტ ლეჯერმაც დატოვა. ამ უკანასკნელმა ჯოკერის დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა. აღსანიშნავია, რომ თავად ლეჯერი მისი მონაწილეობით ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო.

კინოგაქირავებაში „ბნელმა რაინდმა“ მილიარდ დოლარზე მეტი მოაგროვა და ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა, მათ შორის „ოქროს გლობუსისაც“.

პოპულარული სიახლეები